ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ ევროპის ჩემპიონატისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. მწვრთნელის რჩეულთა შორის ვერ მოხვდნენ მადრიდის “ატლეტიკოს” ფორვარდი ფერნანდო ტორესი, ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელი დიეგო კოშტა, “მანჩესტერ იუნაიტედის” შემტევი ხუან მატა და ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველი სანტი კასორლა. ეროვნულ გუნდში პირველადაა გამოძახებული მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი ლუკას ვასკესი.
ესპანელები ევრო 2016-ისთვის ასეთი შემადგენლობით მოემზადებიან:
მეკარეები: დავიდ დე ხეა (“მანჩესტერ იუნაიტედი”), იკერ კასილასი (“პორტუ”), სერხიო რიკო (“სევილია”)
მცველები: ხუანფრანი (“ატლეტიკო”), დანიელ კარვახალი, სერხიო რამოსი (ორივე - “რეალი”), ჟერარ პიკე, ხორდი ალბა, მარკ ბარტრა (სამივე - “ბარსელონა”), სან ხოსე (“ბილბაო”), სესარ ასპილიკუეტა (“ჩელსი”);
ნახევარმცველები: ანდრეს ინიესტა, სერხიო ბუსკეტსი (ორივე - “ბარსელონა”), ისკო, ლუკასი (ორივე - “რეალი”), კოკე, საული (ორივე - “ატლეტიკო”), ტიაგო ალკანტარა (“ბაიერნი”), პედრო, სესკ ფაბრეგასი (ორივე - “ჩელსი”), სილვა (“მანჩესტერ სიტი”);
თავდამსხმელები: ადურისი (“ბილბაო”), მორატა (“იუვენტუსი”), ნოლიტო (“სელტა”);
სათადარიგოები: ასენხო (“ვილიარეალი”), პაუ ლოპესი (“ესპანიოლი”), მერე (“სპორტინგი”, ხიხონი), ბელერინი (“არსენალი”), ჟონი (“სელტა”), დენის სუარესი (“ვილიარეალი”), დიეგო ლორენტე (“რაიო ვალეკანო”), ფორნალსი (“მალაგა”), ასენსიო (“ესპანიოლი”), ოიარსაბალი (“რეალ სოსიედადი”), უილიამსი (“ბილბაო”).
ესპანეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე D ჯგუფში ჩეხეთთან, ხორვატიასთან და თურქეთთან ითამაშებს. დელ ბოსკეს გუნდი საფრანგეთში გამგზავრების წინ, 7 ივნისს, ხეტაფეში საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ამხანაგურ მატჩს გამართავს.