ჯანო ანანიძემ რუსეთის პრემირლიგაში მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა და ზედიზედ მეორე შეხვედრაში მოახერხა საგოლე გადაცემის გაკეთება. ამჯერად, გროზნოს "ტერეკთან" - მე-60 წუთზე ქართველმა შემტევმა მეკარესთან პირისპირ მარსელო მელგერახო დატოვა და მასაც გატანა აღარ გასჭირვებია.
"სპარტაკმა" 3:0 მოიგო და ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ევროპა ლიგის საგზური თითქმის გაინაღდა. აღნიშნული მატჩში ანანიძემ მოედანზე 90 წუთი გაატარა და ინტერნეტპორტალ championat.com-ისგან საკმაოდ მაღალი შეფასება - 7.0 დაიმსახურა.