საფრანგეთის ნაკრების ახალგაზრდა შემტევი ანტონი მარსიალი სამშობლოში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე ახალი ბუცებით ითამაშებს. “მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდმა თავისი ახალი ბუცის შესახებ საზოგადოებას ტვიტერის ოფიციალური გვერდიდან ამცნო.
აღსანიშნავია, რომ მარსიალის აღნიშნული ბუცი ძალზე წააგავს ბრაზილიელი რონალდოს სპორტულ ფეხსაცმელს, რომლითაც “ფენომენი” ასევე საფრანგეთში ჩატარებულ მუნდიალიზე თამაშობდა – 1998 წელს.
რა თქმა უნდა, “ნაიკის” მიერ დამზადებული ბუცები გაცილებით თანამედროვეა, ვიდრე 18 წლის წინანდელი, მაგრამ დიზაინი ორივეს იდენტური აქვს.