ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე ხორვატიის ეროვნული ნაკრების საბოლოო შემადგენლობა ცნობილია. ხორვატთა მთავარმა მწვრთნელმა ანტე ჩაჩიჩმა პირველ ეტაპზე ნაკრებში თავდაპირველად გამოძახებული 27 მოთამაშიდან 4 საფრანგეთს მიღმა დატოვა. კერძოდ, ალენ ჰალილოვიჩი, დომაგოი ანტოლიჩი, დომინიკ ლივაკოვიჩი და ჩალეტა ცარი.
აღსანიშნავია, რომ ხორვატიის ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე მეტი მოთამაშე გამოძახებული იტალიური გუნდებიდანაა - შვიდი.
მეკარეები: ლოვრე კალინიჩი (“ჰაიდუკი”), დანიელ შუბაშიჩი (“მონაკო”, საფრანგეთი), ივან ვარგიჩი (“რიეკა”)
მცველები: დარიო სრნა (“შახტარი”, უკრაინა), ბედრან ჩორლუკა (“ლოკომოტივი”, რუსეთი), სიმე ვრსალიკო (“სასუოლო”, იტალია), დომაგოი ვიდა (“დინამო”, უკრაინა), ივან სტრინიჩი (“ნაპოლი”, იტალია), გორდონ შინდენფელდი (“დინამო”), ტინ იედვაი (“ლევერკუზენი”, გერმანია)
ნახევარმცველები: ივან რაკიტიჩი (“ბარსელონა”, ესპანეთი), ლუკა მორდიჩი (“რეალი”, ესპანეთი), მატეო კოვაჩიჩი (“რეალი”, ესპანეთი), მილან ბადეი (“ფიორენტინა”, იტალია), ივან პერიშიჩი (“ინტერი”, იტალია), მარსელო ბროზოვიჩი (“ინტერი”, იტალია), მარკო როგი ("დინამო"), ანტე როგიჩი ("დინამო")
თავდამსხმელები: მარიო მანჯუკიჩი (“იუვენტუსი”, იტალია), ნიკოლა კალინიჩი (“ფიორენტინა”, იტალია), ანდრეი კრამარიჩი (“ჰოფენჰაიმი”, გერმანია), ჟე კოპი (“მალაგა”, ესპანეთი), მარკო პიაცა (“დინამო”)
ხორვატიის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე D ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები ესპანეთის, თურქეთისა და ჩეხეთის ნაკრებები იქნებიან.