სხვა

14:00 | 16.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ხარაზიშვილის მარათონული ვერცხლი

ლატვიის დედაქალაქ რიგაში გამართულ ტრადიციულ საერთაშორისო ნახევარ-მარათონში მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედალი მიიღო ქართველმა მორბენალმა დავით ხარაზიშვილმა. მან 21-კილომეტრიანი დისტანცია საათსა და 5 წუთში დაფარა.

შეჯიბრებაში 65 ქვეყნის წარმომადგენელი 33 590 მორბენალი მონაწილეობდა, მათ შორის – ლონდონის, ბერლინის, ჩიკაგოს და ნიუ-იორკის მარათონის გამარჯვებულები და პრიზიორები.

შეგახსენებთ, რომ ხარაზიშვილი საქართველოს ისტორიაში პირველი მარათონელი მძლეოსანია, რომელმაც 2016 წლის რიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა.

0.116969