კალათბურთი

12:50 | 16.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ტორონტო” კონფერენციის ფინალშია (+VIDEO)

“ტორონტომ” გადამწყვეტ მეშვიდე შეხვედრაში “მაიამი” 116:89 გაანადგურა და აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში “კლივლენდ კავალიერსს” შეხვდება. კანადელებმა მაიამელებს ოთხივე პერიოდში აჯობეს. მატჩში ყველაზე მეტი 35 ქულა კაილ ლოურმა ჩააგდო, დერაზანმა 28 ქულა შესძინა გუნდს. “მაიამიში” უეიდი და დრაგიჩი 16-16 ქულით გამოირჩნენ.

“კლივლენდი” – “ტორონტოს” სერიის პირველი შეხვედრა 18 მაისს თბილისის დროით 04:30 საათზე დაიწყება.

“ტორონტო” – “მაიამი” 116:89 (25:24, 28:23, 33:31, 30:11)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121322