ფეხბურთი

11:52 | 16.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

პელეგრინი: “მწვრთნელის შეცვლის ნაადრევად გამოცხადებამ გუნდზე უარყოფითად იმოქმედა”

მანუელ პელეგრინი მიიჩნევს, რომ “მანჩესტერ სიტის” წლევანდელ ასპარეზობაზე უარყოფითი გავლენა მთავარი მწვრთნელის შეცვლის შესახებ ნაადრევად გავრცელებულმა ცნობამ მოახდინა. მიმდინარე წელის თებერვალში ოფიციალურად გამოცხადდა, რომ პელეგრინის მანჩესტერელთა სათავეში ახალი სეზონიდან ხოსეპ გვარდიოლა შეცვლიდა.

“ჩემპიონატის მოგება გვინდოდა, მაგრამ კლუბმა თებერვალში გამოაცხადა, რომ მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი მოვიდოდა. ამას მოჰყვა პრესაში მუდმივი განხილვა თუ რომელ ფეხბურთელს მოუწევდა გუნდიდან წასვლა. ბუნებრივია, ამ ყველაფერმა გუნდში ატმოსფერო გააუარესა. ძნელია მოთამაშეებს არ მისცე საშუალება იფიქრონ იმაზე, რა ელით ახალ მწვრთნელთან. შედეგად, ბევრი მნიშვნელოვანი ქულა დავკარგეთ” - აღნიშნა პელეგრინიმ, რომლის ხელმძღვანელობით “სიტიმ” პრემიერლიგის ეს სეზონი მეოთხე ადგილზე დაასრულა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე არსებობის ისტორიაში პირველად ნახევარფინალში გააღწია, სადაც მადრიდის “რეალს” ვეღარ გაუმკლავდა.

0.114039