თამაშგარე

11:15 | 16.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდელები ზიდანის ძეგლის დადგმას ფიქრობენ

ფლორენციაში - გაბრიელ ბატისტუტა, კუნძულ მადეირაზე - კრიშტიანუ რონალდუ, რიო დე ჟანეიროში - გარინჩა, ბუენოს აირესში – მარადონა, თბილისში – ბორის პაიჭაძე... ეს მცირე ჩამონათვალია იმ ფეხბურთელებისა, რომლებსაც სიცოცხლეში თუ სიკვდილის შემდეგ ძეგლის დადგმის პატივი ხვდათ წილად.

როგორც ჩანს, ამ დიად ძეგლდადგმულ მობურთალებს სულ მალე, ლეგენდარული ფრანგი ნახევარმცველი, ახლა კი უკვე მადრიდის “რეალის” მწვრთნელი, ზინედინ ზიდანიც შეუერთდება. ზინადინის ძეგლის დადგმა მადრიდელმა ქომაგებმა სტადიონ ”სანტიაგო ბერნაბეუს” შესასვლელთან განიზრახეს. U

უნდა ითქვას, რომ ზიდანის მინი სკულპტურა ჯერ კიდევ 2016 წელს გააკეთეს ფრანგმა სკულპტორებმა, სადაც ზიდანის მიერ მატერაცისათვის თავის ჩარტყმაა ასახული. თუმცა ეს სკულპტურა ამჟამად მავანი მილიონერის კერძო კოლექციაში ინახება.

სხვათაშორის, ამ ინიციატივას ყველა როდი დაეთანხმა. გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ზიდანისათვის, როგორც მოქმედი მწვრთნელისათვის ეს ჟესტი შესაძლებელია სულაც არ იყოს დადებითი და მასზე უარყოფითად აისახოს ამოდენა დაფასება. თუმცა, ვისაც ამ ფრანგის ბურთის გორება ერთხელ მაინც უნახავს, შეუძლებელია გულისგულში მაინც არ აღიაროს, რომ ზინედინ ზიდანი არა ერთ, არამედ მრავალ ძეგლს იმსახურებს!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.148486