ფეხბურთი

3:02 | 16.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ბენფიკა” პორტუგალიის ჩემპიონია

პორტუგალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში “ბენფიკამ” “და ლუჟზე” “ნასიონალი” იოლად დაამარცხა და 2015/2016 წლების სეზონის გამარჯვებული გახდა.

“არწივებს” უკანასკნელ ტურამდე კონკურენციას თანაქალაქელი “სპორტინგი” უწევდა, რომელმაც გასვლაზე “ბრაგა” გაანადგურა (4:0), თუმცა “ბენფიკას” გამარჯვების გამო, ამას აზრი დაეკარგა.

“ბენფიკამ” პირველივე ნახევარში სოლიდური უპირატესობა მოიპოვა. ანგარიში 23-ე წუთზე ნიკოლას გაიტანმა გახსნა, ხოლო 39-ე წუთზე გათამაშების საუკეთესო ბომბარდირმა ჟონას გონსალვეშმა თავის 32-ე გოლი გაიტანა. 65-ე წუთზე გაიტანმა დუბლი გაიფორმა, ხოლო 84-ე წუთზე ჟონასმა უკვე საგოლე გადაცემა მიითვალა და პიცის გაატანინა. სტუმრებმა პრესტიჟის ბურთი 91-ე წუთზე გაიტანეს – 4:1.

ლისაბონურმა გრანდმა ქვეყნის ჩემპიონატი ზედიზედ მესამედ მოიგო. სულ კი, აღნიშნულ ტიტულს 35-ედ დაეუფლა.

ბენფიკა – ნასიონალი 4:1 (2:0)

გოლები: 1:0;3:0 გაიტანი (23;65), 2:0 ჟონასი (39), 4:0 პიცი (84), 4:1 აგრა (91)

ბრაგა – სპორტინგი 0:4 (0:2)

გოლები: 0:1 გუტიერესი (20), 0:2 სლიმანი (32), 0:3;0:4 რუისი (71;80)
გაძევება: არგუსი (24 ბ.)

0.298275