ფეხბურთი

21:25 | 15.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

11 წლის მერე "ბრიუგე" ისევ ჩემპიონია (+VIDEO)
"ბრიუგე" - "ანდერლეხტი" 4:0

ბელგიის იუპერლიგის 2015-2016 წლების სეზონი "ბრიუგეს" ტრიუმფით დასრულდა. მიშელ პრიუდომის გუნდმა დღეს, საკუთარ მოედანზე უშუალო კონკურენტი ბრიუსელის "ანდერლეხტი" გაანადგურა და 2005 წლის მერე პირველად გახდა თავისი ქვეყნის ჩემპიონი. მართალია, იუპერლიგის დასრულებამდე ჯერ კიდევ ორი ტურია დარჩენილი, მაგრამ "ბრიუგე" სხვა გუნდებისთვის უკვე მიუწვდომელია.

მთლიანობაში კი შავ-ლურჯებმა ბელგიის ჩემპიონობა მეთოთხმეტედ იზეიმეს.

0.113712