ხანგრძლივი ჩავარდნის შემდეგ, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მძიმეწონოსანმა ადამ ოქრუაშვილმა საერთაშორისო ტურნირზე იმარჯვა. ყაზახეთის დედაქალაქ ალმათში დღეს დასრულებულ გრან პრიზე, ევროპის შარშანდელმა ჩემპიონმა 300 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბრძოლა ოქრუაშვილმა ნახევარფინალში მოიგო, თანაგუნდელთან და უმთავრეს კონკურენტთან – ლევან მატიაშვილთან.
უილეთო შეხვედრის ბედი შიდოებმა გადაწყვიტა - მატიაშვილს გაფრთხილებების ლიმიტი ოთხ წუთში ამოეწურა და რეპეშაჟის ნახევარფინალში გადაერთო.
თანაგუნდელთან დაჭიდებამდე ადამ ოქრუაშვილმა ორი ეტაპი დაძლია. ყაზახ რუსლან აბდრაზაკოვს სამ წუთში მიაღებინა ოთხი შიდო, ხოლო უზბეკი აბდულო ტანგრიევი არ გამოუცხადდა.
ფინალში ოქრუაშვილმა აზერბაიჯანის ნაკრების წევრ უშანგი კოკაურს შეხვედრის დასაწყისშივე იუკო აუღო და უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა.
ლევან მატიაშვილმა ნახევარფინალამდე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოჭიდავე ჰუსეინ მისრის იპონით აჯობა, ალჟირელ მუჰამედ ტაიებს - გაფრთხილებებით (1:3). რეპეშაჟის ფინალში კი ტუნისელ ფაიცელი ჯაბალა დასცა ბეჭებზე.
რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო სეზონის დასრულებამდე ერთადერთი ტურნირი – მასტერსი დარჩა ჩასატარებელი, რომელსაც 27-29 მაისს მექსიკა უმასპინძლებს. ოქრუაშვილსა და მატიაშვილს ოლიმპიადაზე მოსახვედრი ნორმატივი უკვე შესრულებული აქვთ, მაგრამ ბრაზილიაში მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი გაემგზავრება. ნაკრების სამწვრთნელო შტაბი საბოლოო გადაწყვეტილებას სავარაუდოდ მასტერსის შემდეგ მიიღებს.
დღეს ყაზახურ ტატამზე საქართველოს ნაკრების კიდევ ოთხი წევრი გავიდა, მაგრამ გრან პრის ოთხივე საწყისი ეტაპიდან გამოეთიშა.
ზვიად გოგოჭური (90 კგ) იტალიელი ვალტერ ფაცენტეს 4 წუთში ძლევის შემდეგ, მეორე წრეში, პირველ ნომრად განთესილ ტაჯიკ კომრონშოხ უსტოპირიონთან იუკოთი დამარცხდა.
ნოდარ ბერიანმა (90 კგ) ტურნირი ლიტველ კაროლის ბაუზასთან მოგებით გახსნა, მაგრამ უზბეკ შერალი ჟურაევთან ვეღარას გახდა. ორივე შემთხვევაში, უილეთო ბრძოლის ბედი გაფრთხილებებმა გადაწყვიტეს.
რეზო წულუკიძეს (100 კგ) პოდიუმისკენ მიმავალი გზა კუბელმა ხოსე არმენტეროსმა გადაუკეტა, ვაზარით. იქამდე ქართველმა ძიუდოისტმა ყირგიზი სარიხან ისმაილოვის ჩამოსაშორებლად 39 წამი იკმარა.
ალექსანდრე ზაალიშვილმა (100 კგ) რამზიდინ საიდოვს წუთსა და 55 წამში მოუგო, შემდეგ კი ტაჯიკ საიჯალოლ საიდოვთან სამწუთნახევარში დამარცხდა.
ძიუდო
გრან პრი
ალმათი
13-15 მაისი
მამაკაცები
60 კგ
1 ელიო მანცი (იტალია)
2 რუსტამ იბრაიევი (ყაზახეთი)
3 შარაფუდინ ლუტფილაევი (უზბეკეთი)
3 დიორბეკ უროზბოევი (უზბეკეთი)
66 კგ
1 იოშირო მარუიამა (იაპონია)
2 ჟანსაი სმაგულოვი (ყაზახეთი)
3 იელდოს ჟუმაკანოვი (ყაზახეთი)
3 კილან ლე ბლუჩი (საფრანგეთი)
73 კგ
1 ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო)
2 იარომირ იეზეკი (ჩეხეთი)
3 ნუგზარ ტატალაშვილი (საქართველო)
3 დიდარ ხამზა (ყაზახეთი)
81 კგ
1 ივან ფელიპე სილვა მორალეში (კუბა)
2 მატეო მარკონჩინი (იტალია)
3 დაგვასურენ ნიამსურენი (მონღოლეთი)
3 ვლადიმირ ზოლოევი (ყირგიზეთი)
90 კგ
1 აქსელ კლერჟე (საფრანგეთი)
2 ქსუნჟაო ჩენგი (ჩინეთი)
3 მამადალი მეჰდიევი (აზერბაიჯანი)
3 მიხაელ ზგანკი (სლოვენია)
100 კგ
1 ელხან მამადოვი (აზერბაიჯანი)
2 რაფაელ ბუზაკარინი (ბრაზილია)
3 სოიბ კურბანოვი (უზბეკეთი)
3 ჯავად მაჰჯოუბი (ირანი)
+100 კგ
1 ადამ ოქრუაშვილი (საქართველო)
2 უშანგი კოკაური (აზერბაიჯანი)
3 ლევან მატიაშვილი (საქართველო)
3 მუჰამედ ტაიები (ალჟირი)
ქალები
48 კგ
1 ოტგონცეცეგ გალბადრახი (ყაზახეთი)
2 ბო კიონგ ჯეონგი (სამხრეთ კორეა)
3 ნატალია ბრიგიდა (ბრაზილია)
3 მარინა ჩერნიაკი (უკრაინა)
52 კგ
1 ეველინ შოპი (შვეიცარია)
2 ჯილი კოენი (ისრაელი)
3 და სოლ პარკი (სამხრეთ კორეა)
3 აგატა პერენცი (პოლონეთი)
57 კგ
1 არიეტა პოდოლაკი (პოლონეთი)
2 ჯეიონ ექისუინი (ესპანეთი)
3 იანგ ლიუ (ჩინეთი)
3 ოტომნ პავია (საფრანგეთი)
63 კგ
1 მარგო პინო (საფრანგეთი)
2 ცერენნადმიდ ცენდ-აიუში (მონღოლეთი)
3 ჟუულ ფრანსენი (ჰოლანდია)
3 მია ჰერმანსონი (შვედეთი)
70 კგ
1 მარი ევ გაიე (საფრანგეთი)
2 ნარანიარგალ ცენდ-აიუში (მონღოლეთი)
3 კატარინა კლისი (პოლონეთი)
3 მარია პერესი (პუერტო რიკო)
78 კგ
1 ჟეუი ჟანგი (ჩინეთი)
2 ალბინა ამანგელდიევა (ყაზახეთი)
3 იელენის კასტილიო (კუბა)
3 ვიქტორია ტურკსი (უკრაინა)
+78 კგ
1 იდალის ორტიზი (კუბა)
2 კაირა საიტი (თურქეთი)
3 მელისა მოხიკა (პუერტო რიკო)
3 ლარისა ჩერიჩი (ბოსნია ჰერცეგოვინა)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ყოჩახ ძმაო
Torpedo-shi ra xdeba,daweret romelime saitma mainc, Wit-Georgia-stan 0:3 wamgebi da sulit dacemul gunds evropaze uwevs male tamashi
im chineli investorebis wvriltvala deda fxodi,shemodgomamde mainc gdebuliynvnen
სუპერგოლების კოლექციონერია ეს ჩემის შვედი ესა

Angelozebis forvardi
Ibrahimas shvili
Sul ofsaidshi xvdeba
Sheni grdzeli cxviri