გერმანული “ვოლფსბურგის” ვეტერანი ბრაზილიელი მცველი ნალდო ამიერიდან კარიერას გელზენკირხენის “შალკეში” გააგრძელებს. ამის შესახებ “ხუმარების” ვებგვერდი ოფიციალურად იუწყება. ნალდო “შალკეს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
33 წლის სამხრეთამერიკელი მცველი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში “ვოლფსბურგის” შემადგენლობაში ირჯებოდა, მანამდე კი სახელი კიდევ ერთ გერმანულ გუნდში, ბრემენის “ვერდერში” თამაშით გაითქვა.