ფეხბურთი

23:59 | 15.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვან დერ ვილმა პსჟ დატოვა

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების მარვენა გარემარბმა გრეგორი ვან დერ ვილმა "პარი სენ ჟერმენი" დატოვა. ფეხბურთელს ფრანგულ გრანდთან კონტრაქტის ვადა ამოეწურა და თავისუფალი აგენტი გახდა.

ჰოლანდიელი პსჟ-ში 2012 წლის ზაფხულში მივიდა და კლუბთან ერთად ზედიზედ მეოთხედ მოიგო ლიგა 1-ის ტურნირი. გრეგორი ღიად აცხადებდა, რომ გუნდში თავს ცუდად გრძნობდა და წასვლა სურდა. ჯერჯერობით უცნობია თუ სად გააგრძელებს კარიერას ვან დერ ვილი.

მიმდინარე სეზონში 28 წლის მოთამაშემ 26 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 2 გოლი და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.125032