კოლუმბიელი რადამელ ფალკაო "მონაკოში" ბრუნდება. აღნიშნული ინფორმაცია ლიგა 1-ის კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა ვადიმ ვასილიევმა AFP-ს დაუდასტურა. სეზონის დასრულების შემდეგ, სამხრეთამერიკელი ლონდონის "ჩელსის" დატოვებს.
ფალკაოს ბოლო ორი სეზონი ვერ ახერხებს ფორმაში შესვლას. "მონაკომ" ფეხბურთელი 2014/15 წლების სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედში" გაანათხოვრა, შემდეგ კი "ჩელსიში". "არისტოკრატების" რიგებში რადამელმა მხოლოდ 12 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. 2013 წლის ზაფხულში თავდამსხმელის სატრანსფერო ღირებულება 60 მილიონი ევრო იყო, ახლა კი 23 მილიონამდე დაეცა.