კატალონიის "ბარსელონას" მცველი დანი ალვეში ლა ლიგის ჩემპიონი მეექვსედ გახდა, კარიერაში კი 30-ე ტიტული მოიპოვა. საკლუბო დონეზე დანიმ გააუმჯობესა ლეგენდარული პელეს შედეგი (29) და გახდა ყველაზე ტიტულოვანი ბრაზილიის ფეხბურთის ისტორიაში. ინფორმაციას Goal.com-ი ავრცელებს.
ალვეში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული სამჯერ გახდა, უეფას თასზე კი ორჯერ იმარჯვა. უეფას სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო თასი დანიმ 3-3-ჯერ მოიგო. ბრაზილიელმა "ბლაუგრანასთან" ერთად 22 ტიტული მოიპოვა.