ფეხბურთი

18:04 | 14.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

“შალკე” მომავალ სეზონს ახალი მწვრთნელით დაიწყებს

გელზენკირხენის “შალკე” ანდრე ბრაიტენრაიტერის ხელმძღვანელობით დღეს, “ჰოფენჰაიმთან”, ბოლო მატჩს ატარებს და გუნდს მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება. გერმანულმა კლუბმა 42 წლის სპეციალისტთან თანამშრომლობის დასრულების შესახებ განცხადება “ტვიტერში” თავის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

ბრაიტენრაიტერი “შალკეს” მთავარ მწვრთნელად გასული წლის ზაფხულში დაინიშნა და მას გელზენკირხენელებთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებდა. ბუნდესლიგის ბოლო ტურის წინ “ხუმარები” სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზე იმყოფებიან.

თუ ვინ შეცვლის ბრაიტენრაიტერს, ჯერჯერობით ოფიციალურად არ დასახელებულა, გერმანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით კი, კლუბის ხელმძღვანელობა “აუგსბურგის” თავკაცის მარკუს ვაინცირლის მიწვევას აპირებს.

0.108471