ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი მაისის ბაშოს მე-7 დღეს იოკოძუნა ჰარუმაფუჯის შეერკინა და სენსაციის მოხდენა ვერ შესძლო. ტოჩინოშინი, რომელმაც ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე სუპერტურნირის დაწყებამდე 9 დღით ადრე, ნეკნის მოტეხილობა მიიღო, მონღოლის უვატენაგეს ვერ გაუმკლავდა და ჰარუმაფუჯისთან 24-ე ბრძოლაში მე-9 მარცხი განიცადა.
შეგახსენებთ, რომ ქართველი სეკიტორი ნაცუ ბაშოზე დასავლეთის მე-4 მაეგაშირას წოდებით ირჯება და დადებითი ბალანსის (კაჩი-კოში) დაფიქსირების საკმაოდ კარგი შანსი აქვს, რადგანაც 5 გამარჯვების წილ მხოლოდ მე-2 წაგება მიითვალა.
ტოჩინოშინის შემდეგი მოწინააღმდეგე დასავლეთის მე-7 მაეგაშირა, ეგვიპტელი ოსუნაარაში იქნება, რომელსაც 2-ჯერ გადაჰყრია და თანაბარი ბალანსი აქვს.
სამწუხაროდ, უარყოფითი მაჩვენებელი გაუხდა გაგამარუს შიკონათი ცნობილ თეიმურაზ ჯუღელს. ქართველმა გოლიათმა 3 მოგების წილ მე-4 მარცხი (უვატენაგეთი) დასავლეთის მე-14 მაეგაშირა სეიროსთან განიცადა.
გაგამარუ, რომელიც ტოკიოში აღმოსავლეთის მე-15 მაეგაშირას ტიტულით ასპარეზობს და ძურიოში დაქვეითების კანდიდატია, შემდეგ ტურში აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირა ტოიონოშიმას გაეჯიბრება. ქართველს მასთან მკვეთრად უარყოფითი ბალანსი (2 მოგება, 7 მარცხი) გააჩნია.
ამ დროისთვის, მაისის სუპერტურნირს 2 დაუმარცხებელი ლიდერი ჰყავს: იოკოძუნა ჰაკუჰო და ოძეკი კისენოსატო. ექვს-ექვსი მოგება აქვთ ხსენებულ ჰარუმაფუჯის, ოძეკი გოეიდოს და აღმოსავლეთის მე-5 მაეგაშირა ტოჩიოძანს.
ნაცუ ბაშოს მე-7 დღის ვიდეომიმოხილვა