ფეხბურთი

21:53 | 13.05.2016 | ნანახია 2797 - ჯერ

"ევერტონის" შემდეგ, მწვრთნელი "უოტფორდმაც" დაითხოვა

ესპანელი სპეციალისტი კიკე სანჩეს ფლორესი სეზონის დამთავრების შემდეგ "უოტფორდს" დატოვებს. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ფლორესი გუნდს "სანდერლენდთან" პრემიერლიგის ბოლო ტურის შეხვედრაში უთავკაცებს და შემდეგ თანანმდებობას დატოვებს.

ესპანელი ინგლისურ კლუბში მიმდინარე სეზონის დაწყებამდე მივიდა. ფლორესის შეგირდებმა ჯამში 43 მატჩი ჩაატარეს, აქედან 16 მოიგეს, 8 ფრედ დაასრულეს, ხოლო 19 მატჩში მარცხი განიცადეს. Daily Mail-ის ინფორმაციით, კიკეს კლუბის ხელმძღვანელობასთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა და მისი გაშვების მიზეზიც ეს გახლავთ.

პრემიერლიგის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ესპანელი უკვე მეორე მწვრთნელია, რომელიც კლუბმა დაითხოვა. გუშინ "ევერტონმა" ფლორესის თანამემამულე, რობერტო მარტინესი დაითხოვა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

02:38 | 14.05.2016
Ginobili.20 (932)

ან იშოვიან ამ დონის მწვრთნელს და ან არა

22:55 | 13.05.2016
გიო-ბარსა (163)

კაი მწვრთნელია

22:25 | 13.05.2016
shakooo7 (2507)

ჰოდა გავარდება შემდეგ სეზონში უოტფორდი ფლორესი არ უნდა გაეშვათ

09:46 | 14.05.2016
stoikovich (5984)

კი იქნება კანდიდატი

0.133762