ფეხბურთი

21:37 | 13.05.2016 | ნანახია 526 - ჯერ

კოუტინიო "ლივერპულის" სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო "ლივერპულის" 2015/16 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. "მერსისაიდელებმა" სეზონის ბოლოსკენ ტრადიციული დაჯილდოების ცერემონიალი გამართეს.

ლივერპულელთა ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, სამხრეთამერიკელი სეზონის საუკეთესო გოლის ავტორი და მთავარი გუნდის ფეხბურთელების რჩეულიც გახდა. საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის წოდება გერმანიის ნაკრების წევრ ემრე ჩანს ხვდა წილად.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:00 | 23.11.2018
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ყვეკა იმას იძახის მომო არაა კარგ ფორმაშია მაგრამ ტიპს მშვენიერი სტატისტიკა აქ და აგერ ჯილდოც დაირტყა

0.071648
526