ძიუდო

19:24 | 13.05.2016 | ნანახია 7168 - ჯერ

ნაკრების კანდიდატებმა ვერ იყოჩაღეს

ყაზახეთის დედაქალაქ ალმათში დღეს დაწყებულ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე – გრან პრიზე საპრიზო სამეულები მამაკაცთა ორ და ქალთა სამ წონით კატეგორიაში ქართველი ძიუდოისტების გარეშე შეივსო.

დღეს ტატამზე გიორგი ბროლაშვილი (60 კგ), გიორგი გუგულაშვილი და თორნიკე თათარაშვილი (ორივე 66 კგ) გავიდნენ და ტურნირს სამივე საწყისი ეტაპიდან გამოეთიშა.

ბროლაშვილი საქმეში მეორე წრიდან ჩაერთო და პირველ ნომრად განთესილ ყაზახ რუსტამ იბრაიევთან იპონით დამარცხდა. ამავე ეტაპით დაიწყო და დაასრულა თათარაშვილმაც, რომლისთვისაც დაუძლეველი ზღუდე იტალიელი ფაბიო ბასილე აღმოჩნდა.

გუგულაშვილმა პირველ წრეში ჩილელ ხუან პერესს უილეთო შეხვედრაში ერთი შიდოს უპირატესობით (2:3) აჯობა. სლოვენიელ ადრიან გომბოცთან კი ვეღარას გახდა.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ ყაზახეთში გადახალისებული შემადგენლობა ჩაიყვანა. გუნდის გამოცდილ წევრებს კი მხოლოდ 73 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებში უხმო. ეს ის წონებია, რომლებშიც ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ნორმატივი ორ-ორ ქართველს აქვს შესრულებული და რიოში წამსვლელი სწორედ საერთაშორისო ტურნირებზე უნდა გამოიკვეთოს. 73 კილოგრამში გრან პრიზე ნუგზარ ტატალაშვილი და ლაშა შავდათუაშვილი იჭიდავებენ, ხოლო +100-ში – ლევან მატიაშვილი და ადამ ოქრუაშვილი.

ხვალ ჩემპიონ-პრიზიორები მამაკაცთა შორის 73 და 81 კილოგრამებში უნდა გამოვლინდნენ და ტატალაშვილისა და შავდათუაშვილის გარდა საქმეში ლევან გუგავა და ლაშა ზურაბიანი (ორივე 81 კგ) ჩაებმებიან.

ზეგ კი მედლები 90, 100 და +100 კილოგრამებში გათამაშდება. საქართველოს დროშის ქვეშ იჭიდავებენ: ზვიად გოგოჭური, ნოდარ ბერიანი (ორივე 90 კგ), რეზო წულუკიძე, ალექსანდრე ზაალიშვილი (ორივე 100 კგ), მატიაშვილი და ოქრუაშვილი.

ძიუდო

გრან პრი

ალმათი

13 მაისი

მამაკაცები

60 კგ

1 ელიო მანცი (იტალია)

2 რუსტამ იბრაიევი (ყაზახეთი)

3 შარაფუდინ ლუტფილაევი (უზბეკეთი)

3 დიორბეკ უროზბოევი (უზბეკეთი)

66 კგ

1 იოშირო მარუიამა (იაპონია)

2 ჟანსაი სმაგულოვი (ყაზახეთი)

3 იელდოს ჟუმაკანოვი (ყაზახეთი)

3 კილან ლე ბლუჩი (საფრანგეთი)

ქალები

48 კგ

1 ოტგონცეცეგ გალბადრახი (ყაზახეთი)

2 ბო კიონგ ჯეონგი (სამხრეთ კორეა)

3 ნატალია ბრიგიდა (ბრაზილია)

3 მარინა ჩერნიაკი (უკრაინა)

52 კგ

1 ეველინ შოპი (შვეიცარია)

2 ჯილი კოენი (ისრაელი)

3 და სოლ პარკი (სამხრეთ კორეა)

3 აგატა პერენცი (პოლონეთი)

57 კგ

1 არიეტა პოდოლაკი (პოლონეთი)

2 ჯეიონ ექისუინი (ესპანეთი)

3 იანგ ლიუ (ჩინეთი)

3 ოტომნ პავია (საფრანგეთი)


კომენტარები (197)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:29 | 15.05.2016
თორნიკე ახალაური (4)

ღვინიაშვილი რო კაცს დაავიწყდება :/ ეგეც მეოთხე ოთხი ოქრო ჩვენია !!!

21:32 | 14.05.2016
tiko (6769)

ისიც აღსანიშნავია რო დღეს ლაშას შედარებიდ რთული მეტოქეები ყავდა ვიდრე ტატალას

21:28 | 14.05.2016
tiko (6769)

ღვინიასვილის იმედი არა გაქვთ?

22:20 | 14.05.2016
maxo_65 (5844)


თუ ბექას კენჭისყრაში ცოტა გაუმართლა, აუცილებლად დადებს მედალს...

20:59 | 14.05.2016
თორნიკე ახალაური (4)

მე ჭრიკიშვილის და ლიპოს იმედი მაქვს და შავდათუაშვილიც მგონია რო გაიბრძოლებს ჩემპიონობაზე! ბარსას ფანებს გილოცავთ კიდევ

20:46 | 14.05.2016
federer (17) (15576)

ამ საიტზე როგორ ყოველთვის უნდა ეძინოთ
დაწერეთ ახალი სტატია ყოველთვის შეიძლება შეგახსენოთ ვინმემ

20:00 | 14.05.2016
maxo_65 (5844)

მე პირადად, ოლიმპიადაზე 1 ოქროს თუ ავიღებთ და კიდევ 2-3 სხვა სინჯის მედალს, კმაყოფილი დავრჩები.. თუ უფრო მეტს მოვახერხებთ, ძალიან გამიხარდება..

21:15 | 14.05.2016
beso68 (2902)

მეც ეგრე ვფიქრობ, გეთანხმები

18:31 | 14.05.2016
თორნიკე ახალაური (4)

რამდენი ოქროს იმედი გაქვთ ოლიმპიადაზე?

17:38 | 14.05.2016
ukleba (17336)

არ მიდის გუადალახარაში ნაკრები ბიჭებო ასე რომ სავარაუდოდ ამ ტურნირის შემდეგ ასე 99 % ით გადაწყვეტილია შავის წასვლა. უზნა მეცოდება მაგრად. )

21:32 | 14.05.2016
tiko (6769)

მეც მასე ვფიქრობ

17:35 | 14.05.2016
ukleba (17336)

ბიჭებმო იპონით მოიგო შავმა? დავაგვიანე ვერ ვუყურე

17:57 | 14.05.2016
uchimata (343)

ორ შიდოს იგებდა და მერე მტკივნეულზე დაიჭირა

16:38 | 14.05.2016
federer (17) (15576)

ოქრო ბრინჯაო ორი დრის თავზე მშვენიერი შედეგია ამ შემადგენლობისგან ისე ოქრო ვერცხლი აჯობებდა და უშუალო შეხვედრაში გადაეწყვიტათ ლაშას და ტატალას ძლიერის ვინაობა კარგი იქნებოდა

16:26 | 14.05.2016
maxo_65 (5844)

დე ვიტის ნაჭიდავები არ გაიშვას..ვისთან წააგო

16:20 | 14.05.2016
გარეჯი (3417)

თუშიშვილი თუ რეჟიმს დაიცავს მაგარი მძიმე იქნება

16:33 | 14.05.2016
federer (17) (15576)

ახალგაზრდებში კარგად იჭიდავა მძიმე წონაში და შეიძლება ნორმალური მძიმეწონოსანი ჩამოყალიბდეს მისგან, მაგრამ მონდომებული არაა საერთოდ და უვარჯიშებლად გაუჭირდება შედეგის გაკეთება რა წონაშიც არ უნდა იყოს

16:15 | 14.05.2016
festina (2659)

ოქრუაშვილის და მატიაშვილის წონაში ვინმე პერსპექტიული იმედის მომცემი ახალგაზრდა გვყაავს?

16:31 | 14.05.2016
federer (17) (15576)

კი მატიაშვილი

16:10 | 14.05.2016
გარეჯი (3417)

რომელიც გინდა დარჩეს ორივე მაგრად შემეცოდება. ერთი ბექა მეცოდებოდა და სასწაული მოახდინა და ოქროს კანდიდატია 100 კგ ში თუ ფრთხილ ჭიდაობას მიხედავს. აი ადამას და მატიაშვილს შორის კი მატიაშვილ ეკუთვნის ადამამ ყველა პირველი შეხვეხრა წააგო თან საკმOდ უტიტულოოებთან

16:09 | 14.05.2016
festina (2659)

რიოში მიდის ლაშა შავდათუაშვილი,რომელმაც უნდა დაიცვას ტიტული!!!წელს უკეთეს ფორმაშია აშკარად ლაშა,ტატალამ მოუკლო,სულ რარაც აკლდება ჩემპიონობამდე

16:09 | 14.05.2016
federer (17) (15576)

ძალიან კარგია როდესაც ასეთი ძლიერი სპორცმენები გყავს ერთ წონაში და შიდა კონკურენცია არის დამატებითი ფაქტორი რომ კიდევ უფრო მეტს მიაღწიონ და ძალიან მეცოდება მწვრთნელი რომელმაც ერთერთს უარი უნდა უთხრას

16:06 | 14.05.2016
გარეჯი (3417)

ლაშას ვულოცავ და კარგით იყავით ობიექტურები წელს ლაშას უკეთესი შედეგები აქვს და უკეთესადაც ჭიდაობს. ამ ტურნირის მერე გადაწყდებოდა ვინ უნდა წასულიყომდა მე მე მგონი ლაშას ეკუთვნის.

16:03 | 14.05.2016
maxo_65 (5844)

ტატალამ ისე ცუდად იჭიდავა ჩეხთან, არ ვიცი ამას რა დავარქვა, შემთხვევითობას ვერ დავაბრალებ, ამიტომ ვიხრები უფრო ლაშასკენ..თან მეორე ტურნირია უკვე აჯობა ტატალაშვილს..გარდა ამისა კიდევ არის რამოდენიმე ფაქტორი, რატომაც უფრო ლაშასკენ ვიხრები...იმასაც ვიტყვი, ამ დილას ასე არ ვფიქრობდი..

15:56 | 14.05.2016
federer (17) (15576)

ლაშამ შენარჩუნება უნდა ისწავლოს თორე ძალიან გაუჭირდება იაპონელებთან კორეელებთან და ისეთი სტილის მოჭიდავეებთან ჭიდაობა, რომლებსაც ჩახტომები და სწრაფი ჭიდაობა ახასიათებთ.

15:54 | 14.05.2016
gbg236 (58)

Lasha olimpiadaze!!! Axla martla uketesia!

15:53 | 14.05.2016
federer (17) (15576)

მასტერსზე იჭიდავებენ ალბათ კიდევ შავი და ტატალა და იქ გადაწყდება ჩემი აზრით ვინ წავაა
ამ მომენტისათვის კი 55-45 -ზე შევაფასებდი ლაშას სასარგებლოდ

15:51 | 14.05.2016
sanzona (3181)

კარგი ხარ ლაშა, კარგი!

15:50 | 14.05.2016
maxo_65 (5844)

ვულოცავ ლაშას..აქ ცემი აზრით გარკვეულია ყველაფერი

15:49 | 14.05.2016
uchimata (343)

ვახ შენ გენაცვალე ჯიგარში

15:48 | 14.05.2016
federer (17) (15576)

რა ჩაუტარა ლაშამ

15:25 | 14.05.2016
zanzibari (457)

მეც გეთახმები ოღონდ მე ზოგადად ბოლო ჭდაობებს ვგულსხმობდი სპორტუი ახაგაზრდული სინაგლე აღარ ააქვს ასაკი შვბა მაგას რთული შესანარჩულებია

15:20 | 14.05.2016
sanzona (3181)

ერთი კვირის წინ სიზმარი ვნახე რიოში 5 ოქრო ავიღეთ : ვაჟამ, შავიმ,ჭრიკიმ, ლიპომ და მატიმ. 40 % მაინც არ უნდა ამიხდეს? 2 ოქროზეც თანახმა ვარ

15:51 | 14.05.2016
mst (1810)

კარგი სიზმარია ღმერთმა ქნას ახდეს,მაგრამ მე უფრო ამინდის ბრალი მგონია,დათბა და ალბათ საბანი არ გეხურა კარგად.ეს ხუმრობიტ რა ტქმა უნდა

15:51 | 14.05.2016
federer (17) (15576)

მატიაშვილზე მეტი შანსი ბექას აქვს
ისე 2 ოქრო მართლა მაგარი იქნებოდა და ამავდროულას რეალურიცააა

14:42 | 14.05.2016
neeskensi (2433)

ვერანაირად ვერ დავეთანხმები იმათ ვინც დღეს შავის ზედმეტ სიფრთხილეში ადანაშაულებს,ალბათ სანჯარგალთან ნახევარფინალს გულისხმობეთ თორემ მამამდე უპრობლემოდ მოიგო...სანჯარგალი ამ წონაში ალბათ ფიზიკურად ყველაზე ძლიერი ძიუდოისტია,მასთან შეკვრა ,კარგი ჩავლების მიცემა ან ზედმატი რისკი არანაირად არ შეიძლება...ლაშამ ზუსტად ისე იჭიდავა როგორც უნდა ეჭიდავა....და ალბათ გაინაღდა რიოს საგზური

15:50 | 14.05.2016
federer (17) (15576)

ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა თავისი შეხვედრები ლაშამ, პირველი ჭიდაობის გარდა ყველას ვუყურე და ძალიან მომეწონაა

15:15 | 14.05.2016
sanzona (3181)

გეთანხმები

14:37 | 14.05.2016
Papuna Gordeziani (4)

ბადეების ლინკი დადეთ ...

15:08 | 14.05.2016
Paata Chania (1086)

stripslashes((strlen('http://www.ippon.org/gp_kaz2016.php')>0?'http://www.ippon.org/gp_kaz2016.php':'http://www.ippon.org/gp_kaz2016.php'))

14:10 | 14.05.2016
Paata Chania (1086)

არ ვიცი რა ვთქვა ასეთი ტატალა არ მახსოვს მე ასე უშანსოდ თან ,ლაშა კი გავიდა ფინალში მაგრამ უნდა გაითვალისინოს შიოდების ამბავი ეხლა კორტესი რომ ყოფილიყო ან თუნდაც რამდენიმე სხვა მსაჯი გააფრთხილებდა მე რომ მსაჯი ვყოფილიყავი შჳდოს მივცემდი ლაშას.ეს ტურნირებია უჭირს ლაშა უპირატესობის შენარჩუნება.მფიქრობ მაინც ტატალას საოლიმპიადოდ

15:54 | 14.05.2016
federer (17) (15576)

ეგ ქვემოთ მეც დავწერე შენარჩუნებაზე ჭიდაობა ლაშას სუსტი მხარეა და აქ გამოსასწორებელი აქვს ყველაფერიი

14:01 | 14.05.2016
gbg236 (58)

Kidev kargi europas 2 kontineturi kvota hqonia. Tyuilad davpanikdi

13:52 | 14.05.2016
gbg236 (58)

Amasobash ki ester stamms da xorvats chinelma da mongolma gadauswres da me mgoni xorvatia miigebs continental kovtas

13:48 | 14.05.2016
zanzibari (457)

წინა ოლმპიადს სითამამე უნდა დიაბრუნოს ლაშამ და რიოზე ოქრო განაგდებული აქვს ზედმეტად ფრთხილობს კარგია მობილიზებული რომ გამოდს მაგრამ აფრთხილებე ხშირად უფრო მეტად საკუთარი თავში დარწმუნებული უნდა გამოდიოდეს შეუძლია ყველას მოუგოს

13:36 | 14.05.2016
giorgiAF (59)

ონოს ტატალას სტილის მოჭიდავე ვერ მოუგებს თუ თვითონ არ წააგო. ლაშას უფრო მეტი შანსი აქვს მასეთ მოჭიდავეებთან ტექნიკურია და არსენალიც დიდი აქვს ილეთების. 81 ში მგონია რომ ავთო მოიგებს. სამწუხაროდ 90 ში არ ვთვლი ლიპოს ფავორიტად. სხვა წონებში უბრალოდ წარმოუდგენელია ოქრო

13:47 | 14.05.2016
mamuka-25 (379)

რიოს ოლიმპიადა ჩაივლის აზიატების (ძირითადად იაპონია და კორეა) ტრიუმფით!

13:45 | 14.05.2016
vaso8522 (1669)

სრულიად გეთანხმები ლაშას წასვლაზე და სამწუხაროდ ლიპოზეც

13:27 | 14.05.2016
mst (1810)

დაიწყო სამბო

13:27 | 14.05.2016
mst (1810)

წავიდა ლაშა რიოში

13:10 | 14.05.2016
maxo_65 (5844)

გამოჩნდა უკვე ლაშას უპირატესობა...

13:08 | 14.05.2016
federer (17) (15576)

გული დამწყდება ტატალაზე, მაგრამ ოლიმპიადაზე მგონია რომ ლაშა უფრო იმსახურებს წასვლას
ბოლოს ნაჩვენები შედეგებით და ჭიდაობის ხარისხით ლაშა უფრო უკეთესია, შარშან მე ტატალას ვანიჭებდი უპირატესობას, მაგრამ ახლა სასწორი ლაშას მხარესაა გადახრილი

13:46 | 14.05.2016
mamuka-25 (379)

100% -ით გეთანხმებით. შარშან მეც ზუსტად მასე ვაფასებდი ორივეს. მაგრამ წელს ლაშამ აშკარად მოუმატა და საგრძნობლად სჯობს ტატალაშვილს. აშკარად ლაშა უნდა წავიდეს რიოში

13:03 | 14.05.2016
hendrixa (115)

რატო წააგო ესე ტატალამ? ალბათ მოწინააყმდეგე ვერ შეაფასა სათანადოდ.

13:07 | 14.05.2016
maxo_65 (5844)

ჩეხიც მაგარ უდარზე იყო..მაგარი ბიჭი ჩანს..კაი მოჭიდავე გამოჩნდა ამ წონაში მისი სახით..

13:13 | 14.05.2016
hendrixa (115)

stripslashes((strlen('http://www.judobase.org/#/competitor/profile/621/contests')>0?'http://www.judobase.org/#/competitor/profile/621/contests':'http://www.judobase.org/#/competitor/profile/621/contests')) სტატისტიკას გადახედე, არც ისეთი ძლიერია, რომ ტატალაშვილისთვის ასე უშანსოდ მოეგო.

13:16 | 14.05.2016
maxo_65 (5844)

ყოველ შემთხვევაში დღეს მისი დღე იყო, ფინალშია..

13:01 | 14.05.2016
მინ დია (16)

რა უქნა ჩეხმა, გამიტყდა. მგონი პირველად წააგო ტატალამ ასე

13:04 | 14.05.2016
federer (17) (15576)

პირველი 2 გდება ერთნაირი გაუშვა ზუსტად და მესამე გდების დროს ალბათ არ ელოდა რომ მეტოქე შემოუტევდა.
ძალიან სუსტად იჭიდავა და ტაქტიკურადაც წააგო, რაც ყველაზე მთავარიაა

მეტის ნახვა
0.111843