ფეხბურთი

23:59 | 13.05.2016 | ნანახია NaN - ჯერ

“არსენალი” მზადაა ვენგერს კონტრაქტი გაუხანგრძლივოს

ლონდონის “არსენალის” მფლობელები მზად არიან ფრანგ მწვრთნელს, არსენ ვენგერს კონტრაქტი კიდევ ორი წლით გაუხანგრძლივონ, აღნიშნულ ინფორმაციას Times-ი ავრცელებს.

მიმდინარე ხელშეკრულებით ვენგერი ლონდონელებს 2017 წლის ზაფხულამდე უთავკაცებს. წყაროს ცნობით, ვენგერმა კლუბს პასუხი ოქტომბრამდე უნდა აცნობოს.

შეგახსენებთ, რომ ვენგერი “არსენალს” 1996 წლიდან წვრთნის.

0.064684
{"Ok":1,"adv":"\/img\/banners\/b1727712582799066.mp4","advLink":"\/adv.php?AID=596\" "}