ფეხბურთი

17:38 | 30.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ევრო 2016 – სლოვაკეთის 23 კაცში საბო ვერ მოხვდა

სლოვაკეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატისთვის ცნობილია. სლავთა თავკაცმა იან კოზაკმა საბოლოო, 23 კაციანი შემადგენლობა დაასახელა. სლავთა შემადგენლობაში ვერ მოხვდა ერიკ საბო, რომელიც "დინამო" თბილისის პოტენციური ახალწვეულია. სამაგიეროდ, კოზაკმა საფრანგეთში იახლა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვლადიმირ ვაისის შვილი, უმცროსი ვლადიმირ ვაისი.

მოკლედ, კოზაკის არჩევანი ასე გამოიყურება:

მეკარეები: მატუშ კოზაჩიკი (“პლზენი”, ჩეხეთი), იან მუხა (“სლოვანი”), იან ნოვოტა (“რაპიდი”, ავსტრია)

მცველები: პეტერ პეკარიკი (“ჰერტა”, გერმანია), მილან შკრინიარი (“სამპდორია”, იტალია), მარტინ შკრტელი (“ლივერული”, ინგლისი), ნორბერტ გიომბერი (“რომა”, იტალია), იან დურიცა (“ლოკომოტივი”, რუსეთი), კორნელ სალატა (“სლოვანი”), ტომაშ ჰუბოჩანი (“დინამო”, რუსეთი), დუშან სვენტო (“კიოლნი”, გერმანია)

ნახევარმცველები: ვიქტორ პეჩოვსკი (“ჟილინა”), რობერტ მაკი (“პაოკი”, საბერძნეთი), იურაი კუცკა (“მილანი”, იტალია), პატრიკ გროშოვსკი (“პლზენი”, ჩეხეთი), იან გრეგუში (“იაბლონეცი”, ჩეხეთი), ანდრეი დუდა (“ლეგია”, პოლონეთი), მიროსლავ სტოხი (“ბურსასფორი”, თურქეთი), ვლადიმირ ვაისი (“ალ გარაფა”, ყატარი), მარეკ ჰამშიკი (“ნაპოლი”, იტალია)

თავდამსხმელები: მიხალ დიურიში (“პლზენი”, ჩეხეთი), ადამ ნემეცი (“ვილემ II”, ჰოლანდია), სტანისლავ შესტაკი ("ფერენცვაროში", უნგრეთი)

სლოვაკეთის ნაკრებმა ორი ამხანაგური შეხვედრა უკვე ჩაატარა. კოზაკის გუნდმა მეორე შემადგენლობით ჯერ საქართველოს მოუგო 3:1, გუშინ კი ძირითადი შემადგენლობით გერმანიაში "ბუნდესნაკრებს" მოუგო ასევე - 3:1.

სლოვაკეთის ნაკრების მეტოქეები ჯგუფურ ეტაპზე ინგლისი, რუსეთი და უელსი იქნებიან.

0.116306