ფეხბურთი

2:41 | 1.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ევრო 2016 – ონილის 23 კაციანი ნუსხა

ირლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარტინ ონილმა ევროპის ჩემპიონატისთვის თავისი გუნდის შემადგენლობა გააცხადა. ონილს თავდაპირველად ნაკრებში 35 ფეხბურთელი ჰყავდა მიწვეული და შესაბამისად, სახლში 12 მოთამაშის გაშვება მოუწია.

ირლანდიის ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: დარენ რენდოლფი (“ვესტ ჰემი”, ინგლისი), შეი გივენი (“სტოკ სიტი”, ინგლისი), კეირონ ვესტვუდი (“შფილდ უენსდი”, ინგლისი)

მცველები: სეიმუმ კოულმენი (“ევერტონი”, ინგლისი), საირუს კრისტი (“დერბი”, ინგლისი), საირან კლარკი (“ასტონ ვილა”, ინგლისი), რიჩარდ კეო (“დერბი”, ინგლისი), ჯონ ოში (“სანდერლენდი”, ინგლისი), შეინ დაფი (“ბლექბერნი”, ინგლისი), სტივენ უორდი (“ბარნლი”, ინგლისი)

ნახევარმცველები: ეიდენ მაკგიდი (“შეფილდ უენსდი”, ინგლისი), ჯეიმს მაკლინი (“ვესტ ბრომვიჩი”, ინგლისი), გლენ უელენი (“სტოკ სიტი”, ინგლისი), ჯეფ ჰედრიქსი (“დერბი”, ინგლისი), დევიდ მეილერი (“ჰალ სიტი”, ინგლისი), სტივენ კეინი (“რედინგი”, ინგლისი), ჯეიმს მაკარტი ("ევერტონი", ინგლისი), უესლი ჰულაჰანი (“ნორვიჩი”, ინგლისი), რობი ბრეიდი (“ნორვიჩი”, ინგლისი), ჯონათან უოლტერსი (“სტოკ სიტი”, ინგლისი)

თავდამსხმელები: რობი კინი (“გალაქსი”, აშშ), შეინ ლონგი (“საუთჰემპტონი”, ინგლისი), დერილ მერფი (“იფსვიჩ თაუნი”, ინგლისი)

ირლანდიის ნაკრები დამდეგ ევროპის ჩემპიონატზე E ჯგუფში ითამაშებს. მარტინ ონილის გუნდის მეტოქეები შვედეთის, იტალიისა და ბელგიის ნაკრებები არიან.

0.120843