ჭადრაკი

12:30 | 13.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

წარმატებული სტარტი კოსოვოში

კოსოვოს ქალაქ გიაკოვაში სტარტი აიღო ევროპის რიგით მე-17 ევროპის ჩემპიონატმა ვაჟ მოჭადრაკეთა შორის. ტურნირში 39 ქვეყნის 245 მოჭადრაკე ასპარეზობს და მისი საპრიზო ფონდი 120 000 ევროს შეადგენს. სულ 11 ტური გაიმართება, ჩემპიონატი კი 23 მაისს დასრულდება.

ევროპირველობის რეიტინგ-ფავორიტები დავიდ ნავარა (2735, ჩეხეთი), რადოსლავ ვოიტაშეკი (2722, პოლონეთი) და ნიკიტა ვიტიუგოვი (2721, რუსეთი) არიან, ქართველი მონაწილე კი ხუთია: ბაადურ ჯობავა (2661), ლევან ფანცულაია (2613), მერაბ გაგუნაშვილი (2569), ზურაბ სტურუა (2548) და თორნიკე სანიკიძე (2537).

პირველივე ტურში ხუთივე ქართველმა მოჭადრაკე კოსოვოელ მეტოქეებს გაეჯიბრა და ხუთივემ გამარჯვება იზეიმა.

0.121444