თამაშგარე

12:06 | 13.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

რაფაელა მოდუნიო მეგა-ვარსკვლავობას ეპოტინება

ბოლო დროს დიდად პოპულარული იტალიელი მოდელი, რაფაელა მოდუნიო, თავისი ეპატაჟურობითა და ტიტლიკანობისადმი სწრაფვით უკვე არაერთხელ გახდა ფერადი ჟურნალების ყდების სტუმარი და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ამ ასულს მეგა-ვარსკვლავობასაც კი შეუძლია წაეპოტინოს.

ერთადერთი, რაც ამ გოგონას ნაკლებად ”მეგა” აქვს, ეს საყვარელი საფეხბურთო კლუბია, რადგან ყველამ კარგად ვიცით, რომ რაფაელას რჩეული ციცქნა “ჯენოა” ევროპის საშუალო დონის კლუბებს შორისაც კი ძალიან ძნელად ჩაითვლება. თუმცა, სიყვარული სიყვარულია და როდესაც ასეთ შხვართ ქმნილებას ვინმე ან რამე უყვარს, ჩვენ ამ ტრფობაში ეჭვის შეტანის უფლება ნამდვილად არა გვაქვს.

რაფაელა უკანასკნელ პერიოდში მთელი მონდომებით და გულ-ჯიგრითაა ჩართული ანტიალკოჰოლურ კამპანიაში და ფოტოსტუდებში თამამი ფოტოსურათების გადაღებიდან აღებულ თანხებს, უმეტესწილად ალკოჰოლის საწინააღმდეგო კამპანიას ურიცხავს. როგორც ჩანს იტალიაში ჯერ არ გავრცელებულა გამოთქმა: “მთვრალი კაცი – კაი კაცი”, თორემ შესაძლებელია რაფაელა მოდუნიოს თავისი მსოფმხედველობისათვის გადაეხედა კიდეც.

0.138308