“ოკლაჰომამ” შინ “სან ანტონიოს” 113:99 მოუგო (VIDEO) და დასავლეთ კონფერენციის ფინალში გავიდა, სადაც “გოლდენ სტეიტს” დაუპირისპირდება. ოკლაჰომელებმა ტეხასელებს სერია 4:2 მოუგეს. “სან ანტონიომ” პირველი სამი პერიოდი წააგო, ხოლო მეოთხე დასკვნითი პერიოდი ფორმალობაღა იყო. მატჩში ყველაზე მეტი 37 ქულა კევინ დურანტის ანგარიშზეა. რასელ უესტბრუკმა ორმაგი დუბლი შეასრულა 28 ქულა, 12 პასი. “სან ანტონიოში” 22 ქულით კავაი ლეონარდი გამოირჩა.
“ოკლაჰომამ” ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მეოთხედ მოახერხა დასავლეთ კონფერენციის ფინალში გასვლა.
სერიის პირველ შეხვედრაში “გოლდენ სტეიტი” შინ მიიღებს “ოკლაჰომას”, მატჩი 17 მაისს თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება.
“ოკლაჰომა” – “სან ანტონიო” 113:99 (25:19, 30:12, 36:34, 22:34)