ფეხბურთი

0:15 | 13.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

“შტუტგარტმა” გენტნერს და გინჩეკს გაუხანგრძლივა

ბუნდესლიგის ერთ-ერთმა აუტსაიდერმა “შტუტგარტმა”, ორ მოთამაშეს ახალი კონტრაქტი გაუფორმა. აღნიშნულ ცნობას შვაბური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

30 წლის კრისტიან გენტნერი (მიმდინარე ბუნდესლიგაში 28 მატჩი, 5 გოლი და 4 საგოლე გადაცემა) “მერსედეს-ბენზ არენაზე” 2019 წლის 30 ივნისამდე დარჩება, ხოლო 25 წლის დანიელ გინჩეკი (მიმდინარე ბუნდესლიგაში 7 მატჩი, 3 გოლი და 2 საგოლე პასი) 2020 წლის 30 ივნისამდე.

შეგახსენებთ, რომ “შტუტგარტი” ბოლო ტურის წინ 33 ქულით მე-17 ადგილზე იმყოფება და თუ “ვოლფსბურგის” დამარცხებას ვერ შეძლებს, აუცილებლად მეორე ბუნდესლიგაში გავარდება.

0.118025