ჭიდაობა

1:03 | 13.05.2016 | ნანახია 5551 - ჯერ

საქართველოს “თავისუფლების” ნაკრები მსოფლიო თასზე იასპარეზებს

11-12 ივნისს ლოს-ანჟელესში (აშშ) თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიო თასი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ლას ვეგასის მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონატის 8 საუკეთესო ნაკრები მიიღებს.

გასულ ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა გუნდური მესამე ადგილი დაიკავა და ცხადია, ლოს ანჟელესურ შეჯიბრზეც იასპარეზებს, რომელიც გუნდური პრინციპით “კედელი-კედელზე” ფორმატით ჩატარდება.

მსოფლიო თასის კენჭისყრა სტამბოლში შედგა და გაირკვა, რომ ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები რუსეთი, თურქეთი და მონღოლეთი იქნებიან.

მსოფლიო თასი თავისუფალ ჭიდაობაში – 2016

ლოს ანჟელესი (აშშ), 11-12 ივნისი

A ჯგუფი: რუსეთი, საქართველო, თურქეთი, მონღოლეთი.

B ჯგუფი: აშშ, ირანი, აზერბაიჯანი, ინდოეთი.

www.wrestling.ge


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:01 | 14.05.2016
gio-xurci (506)

თავისუფლებში უკეთესი შემადგენლობა გვყავს და წესით ბოლო წლების შედეგებიდან გამომიდინარე რიოში თავსუფლებმა უკეთესი შედეგი უნდა დადონ, მაგრამ კლასიკოსებში ახალგაზრდები გვეზრდება საოცრებები, მომდევნო ოლიმპიდისათვის ალბათ კლსაიკოსებში დავდებთ მარტო ერთ 2 ოქროს მაინც და პლიუს 2 მედალს მაინც...

10:55 | 13.05.2016
BEERTRANCE (97819)

წარმატებები

01:58 | 13.05.2016
federer (17) (15576)

ოპტიმალური შემადგენლობით წავალთ თუ ცოტა გადახალისებული შემადგენლობით ეგ მაინტერესებს.
კარგად ვერ ვერკვევი თავისუფალი ჭიდაობის ტურნირების მნიშვნელობებზე და მაგიტო მაინტერესებს და თუ ძირითადი გუნდით წავალთ პეტრიაშილი აკგულის დაპირისპირებასაც ვნახავთ და ძალიან მაინტერესებს კიდევ თუ მოახერხებს გენო თურქის დამარცხებას

01:21 | 13.05.2016
skorpio (661)

ხო ხო ხო რა ჯიდაობა გველის?აბა ტქვენ იციტ ლომებო და მგლებო...

0.122972