ფეხბურთი

20:27 | 12.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

"დორტმუნდმა" დემბელე შეიძინა

"რენის" აწ უკვე ყოფილი შემტევი 18 წლის უსმან დემბელე კარიერას "დორტმუნდში" გაარძელებს. აღნიშნული ინფორმაცია "ბორუსიას" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. გერმანულმა კლუბმა ფეხბურთელს კონტრაქტი 2021 წლის ივლისამდე გაუფორმა, კონტრაქტის ფინანსური დეტალები კი არ გაახმაურა.

საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრების წევრი დემბელე "რენიეს" აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში მიმდინარე სეზონში დააწინაურეს. ახალგაზრდა ფეხბურთელმა ლიგა 1-ში 25 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 12 გოლი და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. აღნიშნული შედეგიდან გამომდინარე უსმანი საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107921