არნემის “ვიტესის” ქართველმა შემტევმა ვაკო ყაზაიშვილმა განაცხადა, რომ უკეთეს ლიგაში თამაში სურს და შესაძლოა, ამ ზაფხულსვე წავიდეს კლუბიდან. ისე, ვაკოს კონტრაქტით კიდევ ორი წელი აკავშირებს “ვიტესთან”.
“კარიერაში დგება მომენტები, როცა წინ უნდა გაიხედო. ახალი და უფრო სერიოზული გამოწვევებისთვის მზად ვარ. სავსებით შესაძლოა, რომ ამ ზაფხულსვე გადავიდე სხვა კლუბში. მსურს უკეთეს ლიგაში, უკეთეს ფეხბურთელებთან თამაში” – უთხრა ვაკომ ჰოლანდიურ პრესას.
33 მატჩი, 10 გოლი – ასეთია ყაზაიშვილის სტატისტიკა გასულ ერედივიზიონში. ამ მაჩვენებლით ის “ვიტესის” ბომბარდირი გახდა. ვაკომ სეზონის პირველი ნაწილი უკეთ ჩატარა, ვიდრე მეორე, თუმცა იგივე ითქმის მთლიანად “ვიტესზეც”.