ფეხბურთი

17:37 | 12.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: პოჩეტინომ "ტოტენჰემთან" გაახანგრძლივა

44 წლის არგენტინელმა სპეციალისტმა მაურისიო პოჩეტინომ ლონდონის "ტოტენჰემთან" კონტრაქტი 2021 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია "მამლების" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

"ჩვენ გრძელვადიანი პროექტი გვაქვს და რწმენა იმის, რომ დიდი წარმატების მიღწევა შეგვიძლია." - განაცხადა სამხრეთამერიკელმა.

მაურისიო "ტოტენჰემში" 2014 წლის მაისში მივიდა და მას შემდეგ მისმა გუნდმა 109 მატჩში 55 მოიგო, 28 ფრედ დაასრულა, ხოლო 26 შეხვედრაში მარცხი განიცადა. პოჩეტინომ "სპურსი" მიმდინარე სეზონის პრემიერლიგაში მეორე ადგილზე გაიყვანა და კლუბმა გარჯა დაუფასა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126877