ფეხბურთი

23:10 | 12.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

იკარდი "ინტერის" დატოვებას არ აპირებს

არგენტინელმა თავდამსხმელმა მაურო იკარდიმ განაცხადა, რომ მილანის "ინტერის" დატოვებას არ აპირებს. ინგლისური მედიის ინფორმაციით, "ვესტ ჰემი" მზადაა სამხრეთამრიკელის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაიხადოს.

"ინტერთან" კონტრაქტი 2019 წლის ივლისამდე მაკავშირებს და მომდევნო წლებში ისევ აქ ვიქნები. "ნერაძურის" რიგებში თამაშით ბედნიერი ვარ, კაპიტნის სამკლაურით ვასპარეზობ და თუ ხავიერ ძანეტის მსგავსად სულ მილანურ გუნდში ვითამაშებ, უბედნიერესი ვიქნები." - ციტირებს football Italia არგენტინელის სიტყვებს.

იკარდი "ინტერში" 2013 წლის ზაფხულში "სამპდორიადან" გადავიდა. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა იტალიის ჩემპიონატში 33 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 16 გოლი და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.114009