კოლუმბიის ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა ხამეს როდრიგესმა შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მადრიდის "რეალი" დატოვოს. როგორც mundo deportivo იუწყება, სამხრეთამერიკელი უახლოეს მომავალში "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელებს შეხვდება და მის მომავალთან დაკავშირებით მოლაპარაკებას გამართავს.
როგორც ცნობილი ხდება, მადრიდელებს ფეხბურთელის გაშვება სურთ. ესპანური გრანდი მზადაა ნახევარმცველი 60 მილიონ ევროს სანაცვლოდ დათმოს. 2014 წლის ზაფხულში "რეალმა" ხამესის სანაცვლოდ 75 მილიონი ევრო გადაიხადა.
მიმდინარე სეზონში როდრიგესმა 31 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 8 გოლი და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 2015/16 წლების სეზონში 80-დან 70 მილიონ ევრომდე დაეცა.