ცნობილმა იტალიელმა მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ განაცხადა, რომ "იუვენტუსი" ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია, ამის მიზეზი კი ფინანსური სტაბილურობაა.
"საერთაშორისო ასპარეზზე "იუვენტუსმა" მაღალ დონეს მიაღწია და ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია. ამ ფაქტის დამატასტურებელი ნიშანი ის გახლავთ, რომ კლუბს აქვს ფინანსური შესაძლებლობები, რათა საჭირო ფეხბურთელები შეიძინეს. "იუვემ" პოგბას ტრანსფერზე უარი განაცხადა, რაც ფინანსურ სტაბილურობას ნიშნავს." - ციტირებს football Italia ლიპის სიტყვებს.