თამაშგარე

11:50 | 12.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვალენტინა ძამბროტა და ნაბუქოდონოსორ მეორე

ბაბილონის მკერდმოყვარულ მეფეს, ნაბუქოდონოსორ მეორეს ვალენტინა ძამბროტას მკერდი რომ ენახა, შესაძლებელია მსოფლიოს ისტორია სხვანაირად განვითარებულიყო და იმ ჩვენი ცოდვით სავსე ნაბუქოდონოსორს ათასი უაზრო გასართობის ნაცვლად, გასართობად ამ დიდებული ქალბატონის მკერდი აერჩია.

სამწუხაროდ, საუკუნეებს უკან ვერ დავაბრუნებთ და დღეს ვალენტინა ძამბროტა ოდენ ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელის, ჯანლუკა ძამბროტას ცოლია, თუმცა ენა ვერ მოგვიბრუნდება და ამ ქალს ცხოვრებით უკმაყოფილებას ვერ დავაბრალებთ. პირიქით – დღენიადაგ იმას ამბობს, მე რაც ტკბობანი მინახავს, სიამეები ეგეთი უნდაო. აბა ქართველი კი არა ვარ, პოლიტიკოსების გაფეტიშებით რომ გავერთოო.

ჯანლუკა ძამბროტა ამჟამად ნაკლებად ცნობილი იტალიური კლუბის, “კიასოს” მწვრთნელია და მის სამწვრნელო გარიჟრაჟზე თუკი ვინმე იმედებს ამყარებს, ეს პირველ რიგში სწორედ მკერდაღმაფრთოვანებელი ვალენტინაა. მაგრამ, გუნდს რომ სახელად “კიასო” ქვია, იმის წარმატების როგორ უნდა გჯეროდეს - ეგეც საინტერესოა...

0.137727