ქართველი ოქსანა კალაშნიკოვას და ტაივანელი სუ-ვეი ჰსიეს წყვილი იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 2 399 000 ევრო) მერვედფინალში გამოეთიშა.
შეგახსენებთ, რომ კალაშნიკოვამ და ჰსიემ Internazionali BNL d'Italia-ს პირველ წრეში არგენტინელ მარია ირიგოენს და პოლონელ ალისია როსოლსკას 6:2, 6:7 (5:7), 10:6 სძლიეს, დღეს კი პირველი განთესვის მქონე დუეტთან წააგეს.
მსოფლიოს საუკეთესო დუეტმა შვეიცარიელი მარტინა ჰინგისის და ინდოელი სანია მირზას შემადგენლობით, ქართულ-ტაივანურ წყვილს 6:3, 6:3 სძლია.