ჩოგბურთი

0:05 | 12.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქვაცაბაიამ გამარჯვებით დაიწყო

იტალიურ სანტა მარგერიტა დი პულაში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირზე წარმატებული სტარტი აიღო ქართველმა ჩოგბურთელმა სოფო ქვაცაბაიამ.

მე-3 ნომრად განთესილი ქვაცაბაია პირველ წრეში გერმანელ ჯულია კიმელმანს გაეჯიბრა და 6:3, 6:4 მოიგო. მერვედფინალში სოფოს მეტოქე იტალიელი კამილა სკალა იქნება, რომელმაც თანამემამულე მარტინა სპიგარელი 6:2, 7:5 დაამარცხა.

0.115233