ფეხბურთი

20:26 | 11.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბარძალი და ბუფონი სამუდამოდ “იუვეში”

იტალიის ჩემპიონმა ტურინის “იუვენტუსმა” წამყვან ფეხბურთელებს, ჯანლუიჯი ბუფონსა და ანდრეა ბარძალის ახალი კონტრაქტები გაუფორმა. როგორც ტურინული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ორივე მოთამაშე ტურინში 2018 წლის 30 ივნისამდე დარჩება. ბარძალის ძველი კონტრაქტი მიმდინარე წლის ივნისში ეწურებოდა, ხოლო ბუფონს – 2017 წელს.

ჯიჯის “იუვეში” 15 სეზონი აქვს გატარებული და ამ დროის განმავლობაში შავ-თეთრი მაისური 579 მატჩში აქვს მორგებული და 13 ტიტულის მოგება შეძლო. რაც შეეხება ბარძალის, მან 6 სეზონში 192 თამაში ჩაატარა (2 გოლი) და 9 სხვადასხვა სახელობის თასი მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.359397