თამაშგარე

19:38 | 11.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ინტიმური ვიდეო პიკესა  და შაკირასგან?!

მარტო ჩვენს ქვეყანაში როდი ხდება, როცა ცნობილ პოლიტიკურ სახეებს ინტიმური ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნებით საქვეყნოდ სჭრიან თავს და პოლიტიკურ „საფლავს“ უმზადებენ.

ასეთი შანტაჟისგან არც მსოფლიოში სახელგანთქმული ვარსკვლავები არიან დაცულნი. დიდძალი თანხის გამოძალვის მიზნით, ვარსკვლავურ წყვილს – საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველ ჟერარ პიკეს და კოლუმბიელ მომღერალ შაკირას, არც მეტი არც ნაკლები – ინტიმური შინაარსის ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნებით ემუქრებიან.

უცნობი შანტაჟისტი მათ საკმაოდ დიდ თანხას სძალავს, თუმცა თანხის რაოდენობა ცნობილი არაა.

0.342723