ფეხბურთი

19:17 | 11.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

რანიერი და აგუერო – აპრილში საუკეთესონი

ინგლისის ჩემპიონ “ლესტერ სიტის” თავკაცი კლაუდიო რანიერი პრემიერლიგის აპრილის თვის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა. იტალიელმა სპეციალისტმა მანუელ პელეგრინის, სემ ელერდაისსა და იურგენ კლოპს აჯობა. რანიერიმ აღნიშნულ ნომინაციაში მიჯრით მეორედ გაიმარჯვა.

აპრილში “მელიებმა” მისი თავკაცობით “საუთჰემპტონს” (1:0), “სანდერლენდსა” (2:0) და “სუონსის” (4:0) მოუგეს, ხოლო “ვესტ ჰემთან” (2:2) ფრეს დასჯერდნენ.

რაც შეეხება ამავე თვის საუკეთესო ფეხბურთელს – ასეთად “მანჩესტერ სიტის” ფორვარდი სერხიო აგუერო დასახელდა. არგენტინელმა აპრილში 5 მატჩში შვიდი გოლის გატანა მოახერხა. კუნმა ჯეიმს მილნერის, ენდროს თაუსენდის, ლამინა კონეს, ალექსის სანჩესისა და ენდი ქეროლის კონკურენცია დაძლია.

0.117662