ფეხბურთი

18:41 | 11.05.2016 | ნანახია 337 - ჯერ

შოთა არველაძემ თურქეთში ვეტერანთა მატჩში ითამაშა

თურქეთში გაიმართა ამხანაგური მატჩი ვეტერან ფეხბურთელთა შორის, რომელშიც თურქეთი მსოფლიო ვარსკვლავების ნაკრებს შეხვდა. ვარსკვლავებში მეტწილად ისინი იყვნენ, რომლებსაც თურქეთის სუპერლიგაში სხვადასხვა დროს უთამაშიათ. მათ შორის იყო შოთა არველაძეც, რომელიც 4 სეზონის განმავლობაში ბრწყინავდა “ტრაბზონსფორში”.

ამხანაგური მატჩი ვარსკვლავებმა მოიგეს 11:9 და ერთი გოლი შოთამაც გაიტანა.

გუნდის მოთამაშე-მწვრთნელი ლეგენდარული რუმინელი გეორგე ჰაჯი გახლდათ. ჰაჯისა და არველაძის გარდა ითამაშეს კლაუდიო ტაფარელმა, რობერტო კარლოსმა, ტომას ჰესლერმა, იარი ლიტმანენმა, პიერ ვან ჰოიდონკმა, პატრიკ კლუივერტმა და სხვებმა. ვარსკვლავებიდან გოლები გაიტანეს ვინტერმა (3), ნუმამ (3), ჰაჯიმ (2) და თითო გოლი მიითვალეს არველაძემ, კლუივერტმა და ლიტმანენმა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.114267
337