ფეხბურთი

15:54 | 11.05.2016 | ნანახია 2255 - ჯერ

უმაღლესში გადასვლის შანსი მხოლოდ “ლიახვსა” და “ვიტ ჯორჯიას” აქვთ

გუშინ, 10 მაისს ამოიწურა სფფ-ის კლუბების ლიცენზირების კომიტეტის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა. როგორც იცით, თავიდან პირველი ლიგის არცერთ კლუბს არ მიეცა ლიცენზია, თუმცა განცხადებაც მხოლოდ ოთხ კლუბს ჰქონდა შეტანილი: “ლიახვს”, ”ვიტ ჯორჯიას”, “გაგრასა” და “ოდიში 1919”-ს.

აპელაციის ორგანოში ამ ოთხიდან ორმა კლუბმა შეიტანა საჩივარი” “ლიახვმა” და “ვიტ ჯორჯიამ”, რომლებიც პირველ ლიგაში პირველ-მეორე ადგილებზე არიან. “ლიახვი” ვადამდე ადრე გავიდა პირველ ადგილზე, ვიტელებს კი საგზური განაღდებული არ აქვთ. აღსანიშნავია, რომ მესამე-მეოთხეზე, შესაბამისად, ხობის “კოლხეთი” და “ბორჯომი” არიან, მაგრამ მათ ეროვნული ლიცენზიის მისაღებად თავიდანვე არ შეუტანიათ განაცხადი.

“ლიახვისა” და “ვიტ ჯორჯიის” გარდა, სააპელაციო ორგანოში კიდევ ორმა კლუბმა შეიტანა საჩივარი, თუმცა ეს უმაღლესლიგელებმა: ქუთაისის “ტორპედომ” უეფას ლიცენზიასთან დაკავშირებით, ხოლო მარტვილის “მერანმა” სანქცირებად კრიტერიუმებთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, უმაღლესი ლიგის ყველა გუნდს აქვს ეროვნული ლიცენზია.

და როდის იქნება პასუხი ამ ოთხი კლუბის მიმართ? აპელაციის ორგანო განიხილავს და 17 მაისამდე აცნობებს გადაწყვეტილებას კლუბებს. ასე რომ, უმაღლესში გადასვლის შანსი მხოლოდ ორ პირველლიგელს აქვს: “ლიახვსა” და “ვიტ ჯორჯიას”.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:02 | 11.05.2016
leo-dzia (5520)

ლიახვი მეცოდება მაგრად, თან ოსი და ქართველი ბიჭები ჰყავს დიდი საქმეს აკეთებენ, იმედია მიირებენ ლიცენზიას და სტადიონზე გორში იტამაშონ რა პრობლემაა. მილანი და ინტერი თუ ტამაშობენ ერთ სტადიონზე რა, გორი და ცხინვალი რარამ გაყო?

20:41 | 11.05.2016
maradona73biankoneri (12347)

ეს 2 კლუბი უნდა გადმოუშვან თუ რამე სამართალი არსებობს, ხოლო ზესტაფონი დააბრუნონ.

თუ შემდეგ სეზონში გავარდებიან, ეგ უკვე თავისი ბრალი იქნება, მარა გადმოსვლით უნდა გადმოვიდნენ!

19:50 | 11.05.2016
bexo77 (352)

კარგი გუნდია ლიახვი მაგრამ, უმაღლესში არაფერი ესაქმება, გუნდს რომელსაც არაფერი გააჩნია!!!!!!!!! მეც ეგრე ვიცი თუ იქნა 1-ლიგიდან გადმოსვლა მის მაგივრად ზესტაფონი ითამაშებს უმაღლესში.

20:35 | 11.05.2016
maradona73biankoneri (12347)

რა არ გააჩნია, სტადიონი? სტადიონის გარეშე თამაშობენ ბათუმი და ცხინვალი, ხოლო დანარჩენების 90-ს სტადიონს ეძახით?!

20:38 | 11.05.2016
maradona73biankoneri (12347)

სტადიონი აქვს მხოლოდ დინამოს, დილას და ქუთაისს. ისიც ქუთაისის მინდორი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ბონისმაც რაღაც გააკეთა, მარა მანამდე 2 წელი გორში თამაშობდა.

დანარჩენს ხელოვნური საფარი აქვთ და ტრიბუნის მსგავსი რაღაცეები.

20:54 | 11.05.2016
gega-torpedo (26)

ძალიან ცდები ძმა.. პირდაპირ ვიტყვი ამჯამად ქუთაისში მინდორი საუკეთესო მდგომარეობაშია და რაც არ იცი ტყვილა ნუ იძახი ჰაერზე მაგ სიტყვებს..თუ არ გჯერავს თასის ფინალი რო იქნება იყურე და დარწმუნდები.

21:16 | 11.05.2016
maradona73biankoneri (12347)

ძალიან კარგი თუ ვცდები, ბოლოს რაც ვუყურე ის მახსოვდა.

19:28 | 11.05.2016
giomebo (1190)

ლიახვი არსად არ ითამაშებს, ზესტაფონს მიყიდის ადგილს.

19:22 | 11.05.2016
Irakli Pirvelashvili (604)

ვისია ეს ლიახვი და სად უნდა ითამაშოს/

16:09 | 11.05.2016
anaklya (176)

ისე, ტორპედის რაში ჭირდება წელს ეს უეფას ლიცენზია, ისიც დაგეკონკრეტებიათ და მთლად სრული ინფო იქნებოდა. როგორც ვიცი, მგონი ახალგაზრდულ ევროპის ლიგაში გასვლის შანსი აქვთ. მაგრამ ჟურნალისტურად დააზუსტეთ და გაგვაგებინეთ

20:57 | 11.05.2016
gega-torpedo (26)

რას ქვია რაში ჭირდება? ეს ქუთაისის ტორპედოა..აქ ღირსების საქმეცაა ეს, რატო არ უნდა ვქონდეს ჩვენ მაგ ლიზენზია და რატო უნდა ქონდეს საჩჩხერეს ან ბოლნისს

20:56 | 12.05.2016
ogafa (10220)

მართალია

16:06 | 11.05.2016
anaklya (176)

მადლობა ავტორს. ასე ამომწურავად არავის (თვით ფედერაციის საიტსაც) არ დაუწერია ამ ლიცენზიების შესახებ. ზოგმა, როგორც კი ცნობა გაჩნდა რომ პირველ ლიგაში ვერავინ მიიღო ლიცენზიაო, ეგრევე ყვირილი ატეხა, რაღატომ თამაშობენ იქ თუ უმაღლესში ვეღარ გადმოდიანო. მოკლედ, იყო უკუნი და ბნელი, მოვიდა მსოფლიო სპორტი მისი საკმაოდ ჭკუიანი ავტორით და განათდა

0.116412