ფეხბურთი

15:30 | 11.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბარტელსის დისკვალიფიკაცია პაპუნაშვილის შანსია

გერმანიის ბუნდესლიგის ბოლო ტურში “ვერდერი” “აინტრახტს” უმასპინძლებს და თუ მოიგებს, მშვიდად დაასრულებს სეზონს, თუ არადა, გადათამაშებაში მოუწევს ჭიდილი მეორე ბუნდესლიგის მესამე ადგილზე გასულ გუნდთან, ან შესაძლოა, სულაც ბოლოსწინაზე გავიდეს და გავარდეს. ამჟამად ბრემენელები ბოლოდან მესამეზე არიან.

გერმანულ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა,18-კაციან განაცხადში მოხვდეს ქართველი გიორგი პაპუნაშვილიც. საქმე ისაა, რომ ნახევარმცველი ფინ ბარტელსი დისკვალიფიკაციის გამო ტოვებს ბოლო შეხვედრას და “ვერდერს” დაშავებული ნახევარმცველებიც ჰყავს.

პაპუნაშვილმა “ვერდერის” ძირითად გუნდთან ერთად ივარჯიშა და ვინ იცის, ეგებ, შანსიც მიეცეს. ისე, გიორგის მხოლოდ ამხანაგურებში უთამაშია “ვერდერის” მთავარ გუნდში და გოლიც გაუტანია – ეს ზამთრის მოსამზადებელ ეტაპზე.

1.980749