ფეხბურთი

20:51 | 11.05.2016 | ნანახია 0 - ჯერ

"სპორტინგმა" კოატესი ერთი სეზონით დაიტოვა

ურუგვაის ეროვნული ნაკრების და "სანდერლენდის" საკუთრებაში მყოფი მცველი სებასტიან კოატესი "სპორტინგში" კიდევ ერთი სეზონი დარჩება. როგორც ლისაბონური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, პორტუგალიელებმა სამხრეთამერიკელი ინგლისელებისგან ერთი სეზონით ინათხოვრეს.

"შავმა კატებმა" "სპორტინგში" ფეხბურთელი მიმდინარე წლის იანვარში გაანათხოვრეს და მას შემდეგ მცველმა პორტუგალიის ჩემპიონატში 12 მატჩი ჩაატარა, თავი კი 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:38 | 10.12.2018
ogafa (10220)

წარმატებები

02:43 | 10.12.2018
Sport With pleasure (4571)

თვლს გადევნებთ გოგონებო წარმატებები' . )

0.064795