ფეხბურთი

18:10 | 11.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ჩემპიონატების ისტორია (VIDEO)
საფრანგეთი - პორტუგალია 2:1 (დ.დ) - ევრო 2000, ნახევარფინალი. 28 ივნისი, ბრიუსელი

გოლები: 0:1 ნუნუ გომეში (19), 1:1 ანრი (51), 2:1 ზიდანი (117, პენ)

ევროპის 2000 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩები ამ ტურნირის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დრამატულ დაპირისპირებებად დღემდე მიიჩნევა. 28 ივნისს, ბრიუსელის "როუ ბოუდენის" სტადიონზე საფრანგეთმა პორტუგალიას დამატებით დროში ზინედინ ზიდანის ოქროს გოლით აჯობა.

თუმცა, მანამდე ლუზიტანები კარგად თამაშობდნენ - ნუნუ გომეშმა ანგარიში მატჩის დასაწყისშივე გახსნა. მეორე ტაიმის სტარტზე კი ტიერი ანრიმ ლამაზი ბურთი გაუტანა ვიტორ ბაიას. მიუხედავად იმისა, რომ დარჩენილ დროში გამარჯვების გოლის გატანა ორივე გუნდს შეეძლო, გოლი არ გასულა. დამატებით დროშიც ასეთი სცენარით მიდიოდა თამაში მანამ, სანამ აბელ შავირერმა კარის ხაზზე ხელით არ ითამაშა - ზიდანმა კი თერთმეტრიანი ზუსტად დაარტყა და "მამლები" ფინალში გავიდნენ, სადაც კიდევ უფრო მძიმე და დრამატული ბრძოლა გადახდათ თავს...

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.171529