სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
სხვა

16:05 | 11.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინის ზედიზედ მე-3 გამარჯვება!

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა ტოკიოში მიმდინარე მაისის ბაშო მარცხით გახსნა, მას შემდეგ კი, ზედიზედ 3 გამარჯვება იზეიმა და სატურნირო მდგომარეობა საგრძნობლად გამოასწორა.

ნაცუ ბაშოს მე-4 დღეს ტოჩინოშინმა, რომელიც დასავლეთის მე-4 მაეგაშირას წოდებით ირჯება, დასავლეთის მე-6 მაეგაშირა ტამავაშის ჰიკოტოშით სძლია. შეგახსენებთ, რომ ქართველი სეკიტორი “რიოგოკუ კოკუგიკანში” ტრავმირებული (ნეკნი აქვს გატეხილი) ასპარეზობს, რაც მის მონდომებას განსაკუთრებით დასაფასებელს ხდის. ხვალ, გორგაძე აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირა იოშიკაძეს გაეჯიბრება, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში 13:6-ს ამარცხებს.

თანაბარ ბალანსზე (2 მოგება, 2 მარცხი) გავიდა გაგამარუს შიკონათი ცნობილი თეიმურაზ ჯუღელი, რომელიც ნაცუ ბაშოზე აღმოსავლეთის მე-15 მაეგაშირას ტიტულით ირჯება. ქართველი გოლიათი ამჯერად ძურიოს მე-2 ნომერ ტოიოჰიბიკის დაუპირისპირდა და იორიკირით დამარცხდა. გაგამარუს შემდეგი მოწინააღმდეგე აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირა ტაკეკაძე იქნება, რომელთანაც გასული 16 შერკინებიდან 11 წაგებული აქვს.

მაისის სუპერტურნირის 4 დღის თავზე მაქსიმალური შედეგით 4 სუმოისტი ლიდერობს: იოკოძუნები ჰაკუჰო და კაკურიუ, ოძეკები გოეიდო და კისენოსატო. დღეს, პირველად დამარცხდა ოძეკი კოტოშოგიკუ, ხოლო ოძეკი ტერუნოფუჯის უკვე 2 წაგება მოუგროვდა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.121944