ჩოგბურთი

15:06 | 11.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილმა პირველი წრე იოლად დასძლია

ვაჟთა შორის საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა წარმატებული სტარტი აიღო გერმანიის ქალაქ ჰეილბრონში დაწყებულ ჩელენჯერზე, რომლის საპრიზო ფონდიც 64 ათასი ევროა.

ბასილაშვილმა პირველ წრეში მე-4 ნომრად განთესილ ესპანელ დანიელ მუნოზ დე ლა ნავას, რომელიც რეიტინგში მასზე წინ იმყოფება (101-ე 125-ეს წინააღმდეგ), მოულოდნელად იოლად სძლია – 6:4, 6:1.

ამ გამარჯვების წყალობით, ნიკოლოზმა 8 სარეიტინგო ქულა შეიმატა, მერვედფინალში კი მსოფლიოს 195-ე ჩოგან ბლაზ როლას (სლოვენია) ეთამაშება, რომელმაც გერმანელი პეტერ ტორებკო 3:6, 6:2, 6:3 დაამარცხა.

ცნობისთვის, NECKARCUP-ს გამარჯვებული 100 სარეიტინგო ქულას და საპრიზო 9 200 ევროს მიიღებს.

0.112642