კალათბურთი

14:17 | 11.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილის “დარუშაფაკა” პლეი-ოფში “ბანვითს” შეხვდება

მანუჩარ მარკოიშვილის “დარუშაფაკამ” თურქეთის რეგულარული ჩემპიონატის დასკვნითი მატჩი “ანადოლუ ეფესთან” ჩაატარა და 71:90 წააგო. შედეგად, ქართველი კალათბურთელის კლუბმა სეზონი მე-4 ადგილზე დაასრულა, “ანადოლუ ეფესი” კი პირველ პოზიციაზე გავიდა. ცხადია, პლეი-ოფის საგზური ორივე გუნდმა მოიპოვა.

გასულ შეხვედრაში მარკოიშვილი სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა და 21 წუთში 8 ქულა, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. მანუჩარმა 3-დან 2 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო და 3-ჯერ დაჯარიმდა.

საბოლოოდ, “დარუშაფაკას” 20 მოგება და 10 მარცხი მოუგროვდა, მეოთხედფინალში კი ჭიდილი მეხუთეადგილოსან “ბანვითთან” მოუწევს. სხვა წყვილები ასე დაკომპლექტდა: “ანადოლუ ეფესი” (1) – “გაზიანთეფი” (8), “ფენერბაჰჩე” (2) – “უშაკი” (7), “გალათასარაი” (3) – “ქარშიაქა” (6).

0.118015