ფეხბურთი

12:22 | 11.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

მაჰრეზი "ლესტერის" სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია

ალჟირის ეროვნული ნაკრების შემტევი რიად მაჰრეზი "ლესტერის" 2015/16 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში რიადს პრემიერლიგის საუკეთესო მოთამაშის ტიტულიც მიანიჭეს და ის გახდა პირველი აფრიკელი ფეხბურთელი, რომელსაც წილად ასეთი აღიარება ერგო.

"მელიებმა" სეზონის ბოლოს დაჯილდოება გამართეს და ფეხბურთელების რჩეული ნგოლო კანტე აღმოჩნდა. საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველი გუნდის რიგებში ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ და კლუბის წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანა.

ინგლისის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის ჯეიმი ვარდის "ლივერპულთან" მოგებულ (2:0) მატჩში მე-60 წუთზე გატანილი გოლი სეზონის საუკეთესო გოლად მიიჩნიეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.133282