ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატისთვის “ლომთა” შემადგენლობა დაასახელა. მხცოვანმა სპეციალისტმა ნაკრებში 26 ფეხბურთელს უხმო. მათ შორისაა თინეიჯერი მარკუს რეშფორდი, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედში" სეზონის მეორე ნახევარში გამოჩნდა და ევროპული საფეხბურთო სამყარო მალევე აალაპარაკა.
ჰოჯსონის რჩეულთა ნუსხა შემდეგნაირია:
მეკარეები: ჯო ჰარი (“სიტი”), ტომას ჰიტონი (“ბარნლი”), ფრეიზერ ფორსტერი (“საუთჰემპტონი”)
მცველები: რაიან ბერტრანდი (“საუთჰემპტონი”), გარი კეჰილი (“ჩელსი”), ნათანიელ კლაინი (“ლივერპული”), დენი როუზი (“ტოტენჰემი”), კაილ უოლკერი (“ტოტენჰემი”), კრის სმოლინგი (“მანჩესტერი”), ჯონ სტოუნსი (“ევერტონი”)
ნახევარმცველები: დელე ალი (“ტოტენჰემი”), როს ბარკლი (“ევერტონი”), ერიკ დიერი (“ტოტენჰემი”), ფაბიან დელფი (“სიტი”), დენი დრინკუოტერი (“ლესტერი”), ჯორდან ჰენდერსონი (“ლივერპული”), ადამ ლალანა (“ლივერპული”), ჯეიმს მილნერი (“ლივერპული”), რაჰიმ სტერლინგი (“სიტი”), ჯეკ უილშირი (“არსენალი”), ენდროს თაუსენდი ("ნიუკასლი")
თავდამსხმელები: ჰარი კეინი (“ტოტენჰემი”), უეინ რუნი (“მანჩესტერი”), დანიელ სტარიჯი (“ლივერპული”), ჯეიმი ვარდი (“ლესტერი”), მარკუს რეშფორდი ("მანჩესტერი")
ინგლისის ეროვნული ნაკრები ევროფორუმზე B ჯგუფში ითამაშებს. მისი მეტოქეები უელსის, რუსეთისა და სლოვაკეთის ნაკრებები იქნებიან.